↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96965 ნახვა

—
მოდის ახალი წელი,თოვლით მოსილი ღამე,მიწას ედება ცელი -ფანტასტიური რამე...
ღამით ფერდობებს ფიქრისესხა ღვარი და თქეში,აწ პროპელერი მიჰქრისდა დუმილია ტყეში.
ამოზიდულო დილა,მკრთალო დღიურო მთვარე!ლურჯად ელვარებს სილა,გაყინულია მხარე.
მე მეზმანება პალმა,შობის ხეებში რგული,ერთმა ბოროტმა რკალმამასზე დაჰკიდა გული.
იგი ხე არის თალხისმწარე მირონის ცხება,მშვიდობიანი ხალხისმასზე ჰკიდია წყება.
გაწყდა მრავალი ტომი,გული რკინის და თუჯის,მოდის მსოფლიო ომიდა კანონადა ქუჩის.
მოდის მედგარი გრდემლიცეცხლით, ტყვიით და რღვევით.ვის არ უგრძვნია ცრემლიშობის ხეების რხევით?
მიწა მოიცვა ალმა,თოვლიც მოვიდა თეთრი.ფანტასტიური პალმადგას შემკობილი ცხედრით.
სული ომებით ბოდავს,სული სავსეა სისხლით,კაცთა თვითეულ ცოდვასითვლის თვითეულ მისხლით.
რა საჭიროა თალხი,თუ უგულოდ და ძალადმშვიდობიანი ხალხიდაემსგავსება ჯალათს?
ვისაც უნახავს ნისლიდა არ ჰქონია სახლი,მას გულიდან სჩქეფს სისხლიდა სისხლს ულოკავს ძაღლი.
გაფითრებულო დილა,გაფითრებულო მთებო,ცას გადასცილდა ლილადა ნისლიანი თებო.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი