↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იქით ნუში, აქეთ ნუში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96961 ნახვა

—
იქით ნუში, აქეთ ნუში,დახეთქილი ბროწეული,ისევ ალუჩების ბუშიდა ატმების ძოწეული.
გადაუგდე ნიავს ყელი,სიო მოჰქრის შებინდების.მოისმინე წინანდელიგაჟრჟოლება სიმინდების.
შორით ელავს ჩვენი თეთრიკოშკის ძველი გალავანი,წინაპართა ჩვენთა ხვედრი -მათი მიწა და სავანე.
დავუბრუნდეთ... უნდობარ სულსთითქო კარი დარაზოდეს,შენ ნუ მკითხავ მაინც წარსულს,არც მე გკითხავ არასოდეს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი