↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისევ მესხის გამოხედვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96960 ნახვა

—
შენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა.ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა.ომთა გრგვინვა და დროშები თამარ მეფის ორბთაშენ ბრწყინვალედ გამოსახე, დიდებულო შოთა!
ახსოვს იმ შენს ოქროსფერ წლებს, გორს, ასპინძას, მცხეთასთუ რამდენჯერ სიკვდილისთვის თვალში შეგიხედავს...სიკვდილმა ვერ ისიკვდილა, უჭკნობ დაფნის რტოთაუკვდავების მტარებელო, დიდებულო შოთა!
მხოლოდ გმირთა თავდადების გზა იყო და არისღირსი დიდი სიყვარულის მშობლიური მხარის.და იმ ვეფხისტყაოსანით ბევრი, არა ცოტა,გამარჯვების დღე ყოფილა, დიდებულო შოთა!
თვით ქაჯეთის არ არსებობს ციხეები შავი,ძმადშეფიცულ მეგობრების რომ არ ლეწდეს მკლავი.მათ საზღვარი გადალახეს ათასნაირ შფოთთა,და გვინათებს შენი სახე, მზეთა მზეო, შოთა!
თინათინის და ნესტანის სიყვარულის ღირსიმხოლოდ გმირთა უკვდავება არის მარადისი!შენს გარშემო ყველა დროის მღელვარება რბოდა,უსაყვარლეს სამშობლოის მშვენებაო, შოთა!
მარგალიტთა დიდთა მტევნად და ოქროდა ჰქროდასიტყვათ შენთა შადრევანი, ცემა ჩოგანთ შნოთა.შენი გული უსასრულო სიყვარულით თრთოდა,შოთა, ერის სიქადულო, ღვთაებრივო შოთა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი