↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გათენებისას მერძევე მოვა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20298 ნახვა

—
გათენებისას მერძევე მოვა,მას გაეღება პირველად კარი...გაიშრიალებს ოთახში ყანა,ოქროს ეჟვნებით წკრიალებს მტკვარი.ბიბინებს ქართლი ზურმუხტის ზღვათა,მოფრიალებენ ტყემლის აფრები,და ფიროსმანი დუქანში ჰხატავსჭიქა არაყზე ფრინველს გაფრენილს.
ვიცი, თბილისი ჰხვდება განთიადს,ღრუბლებს ჰკიდიათ იის ბუჩქები,ვიცი, რა ცეცხლიც გულში ანთიადა მდიდარი ვარ დასაჩუქრებით.მიყვარს დილის ცა, ზღვა და ბალახი,მიწა, მერცხლის ფრთით შემოხაზულიდა სადღაც ერთი მცირე ქალაქი, ―ძველი საძირკვლით მიწას ჩასული...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი