↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოგონა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20299 ნახვა

—
აგერ გოგონა ჩემს წიგნს ყიდულობს,დახლზე ალაგებს მანეთიანებს...გამეხარდება, ჩუმად ვდიდგულობ,― აი, ხალხთან ვინ მაერთიანებს!შინ მიაქვს წიგნი იისთვალებას,ამ წიგნში ნეტავ რა ეგულება?ის მანეთები დამევალება?თუ ლექსი გულზე დაეპკურება?და განა ვიცი, რა გავატანე?მიჰქრის გოგონა, მისდევს ნიავი...მე ვეხვეწები მხოლოდ პატარებს:არ მომიგონონ ლექსი სიავით.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი