პოეზია · ლირიკა
გომბორიდან
გიორგი ლეონიძე 1899–1966
როგორ არა ხარ ღვთიური,შენ, ჩემი ქვეყნის ბუნებავ,შენ შეჰქმენ თამარის სახე,დღესაც რომ გვეალერსება;
რამდენი სილამაზენი,რამდენი მშვენიერება...ცხოვრების აღმართ-დაღმართიშენს მჭვრეტელს ვეღარ მერევა!
მზეს მხარს შემოვყრი... მღერიანზურმუხტის საგუბარები...ცოცხლად დამბადე, სამშობლოვ,მკვდარი არ ჩაგებარები!
1963