↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიქელ

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20220 ნახვა

—
«ვეფხისტყაოსნის” პირველი დამბეჭდველიმიქელ ვალსა და სიღარიბეში მომკვდარა.ჩემი ცნობა
შენი სახელი მუდამ მზით არი,მოსაგონარო მრავალ თაობის!ვალში მომკვდარხარ, თურმე მდიდარირუსთველის პირველ დამბეჭდაობით!ვინ სთქვა, რომ ლექსმა გაგაღარიბა,განა იმ ლექსით გულს არ ანთებდი?გაკვესეს სხივი ცრემლის ღვარებმა,მოგერტყა შოთას შარავანდედი!
ვალი დაგედო? ვინ დაგემდურა?შენთან ვართ ვალში, ვალს შენ ვერ ითმენ...დღეს მომაგონდი უცაბედურად,შენს მწუხარ აჩრდილს გადავერითმე.შენი სახელი მუდამ მზით არი,როგორც მაისის დილის ველობი...შენ და ღარიბი?მარად მდიდარიდარჩები შოთას დამბეჭდველობით...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი