პოეზია · ლირიკა
მიყვარს ლაჟვარდის ალმასი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მიყვარს ლაჟვარდის ალმასი,ზედ მთვარის პირი ნამგლური,ცა მინანქრული, ლამაზი,ცისკრულად გადანამქრული.ნაწვიმარ ნაძვთა ნაწური,მდელოზე დანაცვინარი,ვენახში ვაზი გაწნული,მტკვარი კაშკაშით მცინარი...და გულის ნამეტნაობითზღვა სიყვარული ამტყდარი...ლექსი, ოცნებით ნაომი,მზე ― ჭიმჭიმაზე დამდგარი...