პოეზია · ლირიკა
მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მიყვარს, ყანაში როცა მიდიხარ,მიყვარს ვენახში თუთის დარხევა,როცა გაისმის ქართლში გვრიტის ხმადა გაზაფხული გაიჩარხება.მიყვარს მთებიდან ნათქრიალებიბარში ნიაღვრის ღვართა გალობა,როცა სიმღერით ხეებს ქალებიშეესევიან ახალბალობას...მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი,ხეს რო ფოთოლი დაეწმინდება,როცა ოცნებით ყანას გავივლი,ყანის სიწმინდე როს მომინდება.მომელანდება სხვა სიხარული,დაუღალავი მისი მშვენება,და ლურჯი ზეცა მტრედისმხარულიგულზე ნათელით დამესვენება.