↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მკრთალი იაშმა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19194 ნახვა

—
აწ ენკენისთვეც არ შეგვიბრალებს,გაგვიხუნდება სხივთა ჩანჩქერი,ვეღარ ვიპოვი შენს ლამაზ თვალებს,ფირუზებად რომ ახლა ჩამცქერის.
ხვალ ტყე გახდება ქარვით ნაფერი,ცას გადეცლება იაგუნდები:აღარ დამრჩება აღარაფერი -უძვირფასესო! არ დაბრუნდები!..
შენი თვალები, - როგორც მტევანი,შენი ტუჩები, - ვით საწნახელი -გახდება ფერად ნაკლულევანი -როგორც ამ სოფლად ჩემი სახელი...
დაჭრილ საღამოს დაჭრილ შვენებით,ჩემი სიცოცხლის ერთი მკობელი -ქარვის კუბოში გადესვენები.ხელდაკრეფილი, ვით ღვთისმშობელი...
ნისლებს გაჰყვები რაღაც განგებით,მე კი - სიმღერებს ამაოდ გითვლი;გკოცნიან თეთრი ფარშევანგებიდა შემოდგომის ჭლექი სიყვითლე!..
1917
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი