↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსთაველის ნეშტს

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21091 ნახვა

—
მგოსანო საქართველოსავ,წამოიხედე ზეზედა,იხილე შენი სამშობლო,მიმოიარე მზეზედა.შენი ერისა ჭაბუკნიგიამბორებენ ხელზედა;მართლდება შენი ნათქვამიათასზე (განა ერთზედა?):
თავისუფლდება მონები,შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა;ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომმზე მოეფინოს სწორადა;აღარ ვართ გუშინდელები,ვიქცენით ერთი-ორადა;წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი,ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა!თავს სწირვენ ნესტანისათვისტარიელივით ლომადა.და ივერიის დიდებასხალხს აუბნებენ შორადა.აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდითნათქვამნი ჩასაქოლადა.
თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ;დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი.ვიცი, რომ გიამებოდა,გულს ვარდად დაისახავდისახესა ვაჟკაცებისას.მიიღე, როგორც შვილები,თავ-დადებულნი ქვეყნისთვის,შენი სამშობლოს გმირები.აკურთხე შენის მარჯვენითეგ მარგალიტის ღილები,სამშობლოს მკერდით აჭრილნი,მისთვის დამწვარი ცვილები.
1909 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი