პოეზია · ლირიკა
როს ვუკვირდები თავის-თავს
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
როს ვუკვირდები თავის-თავსდა არ ვემდური მეტადა:მადლს დავთვლი ათასობითა,ცოდვა სამ რჩება კენტადა,მხრები მესხმება, ვიზრდები,ცად ვიწევ ასაფრენადა;გაჩნდება სითღაც ნათელი,გულს ჩამიდგება სვეტადა;ზღვავდება მწყობრი სიტყვებიქაღალდზე დასაბღერტადა;მითრთიან გულის სიმებისიამოვნების ღმერთადა.
არა ვსთქვა, არ შემიძლიან,მონა ვარ მაშინ ჩანგისა;ნაცნობნი მეუბნებიან:“ჭირიმე შენის ჰანგისა!”თავადაც მომწონს: საამოდ,ხმა მწყობრად ადის-დადისა;ჰქუხს ჩანგი, აღარ ისვენებს,მეც მხოლოდ მღერა მწადისა;იშლება, მღერაში დნებაბუდე ყველა სხვა დარდისა.ზღვად ვცურავ ნეტარებისა,წვერი ხელთა მაქვს კალთისა,უფლის და მისთა მსახურთალოცვა-კურთხევა მამდისა;კალთაში ვარდი მეშლება,თავზე მანანა დამდისა.მადლობელი ვარ მშობლისა,ჩემის გაჩენის, გაზრდისა.
და თუ ცოდვები მომჭარბდა,სდუმს ჩანგი, გული ბნელია,ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო,სიტყვა გავლესო ცხელია;ამაოდ ვტანჯავ თავის-თავს...ვამხელ და გასამხელია:იგივ მარჯვენა და კაცი,იგივ კალამი მჭრელიადაჩლუნგებულა, დამდგარა,შემოჰხვევია გველია.ჯოჯოხეთში ვარ, ვიწვები,გაჩენის დღესა ვწყევლია.ასე ყოფილა, მგოსანსათუ მადლი გამოელია.
1907 წ.