↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორ საშინლად ბნელოდა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12776 ნახვა

—
(სიმღერა)
როგორ საშინლად ბნელოდა,როგორ ძალიან ელავდა,სასაფლაოზე ატეხილსშამბნარს წითლადა ჰფერავდა;ცა იქცეოდა, და მიწათავისთვის სუდარს ჰკერავდა,სამყაროს ნგრევას ეშმაკიგახარებული ჰზვერავდა.ღამის წყვდიადში კისკისიმისი ჰზარავდა ყველასა,და კაცნიც სასო-მიხდილნიღერთს აღარ სთხოვდნენ შველასა;შავი ღვარები ჰღარავდაიმათ სახლების კერასა,ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა,ამბობდნენ „არაფერასა“.თვალებ-დათხრილნი სტიროდენ,ან რად იწყებდენ საშველად,ვიბრძოდი იმათ საშველად,ვეღარა ვშველდი ვერასა.
1895
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი