პოეზია · ლირიკა
საახალწლოდ
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,ახლებო, გენაცვლენითა;სიცოცხლე მიათკეცდებათქვენის სიკეთის სმენითა.აკეთეთ რაც-კი შაიძლოთთავით, გულით და ხელითა,რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,არ მოგვიგონონ წყევლითა.ოფლმა, დაღვრილმა მიწაზე,ამოაცენოს იანი,განოყიერდეს ოფლითამიწა მწირი და კლდიანი,გადაიაროს ნისლებმა,დღე გამოვიდეს მზიანიდა აღაღანდეს მინდორიოფლით მორწყული, ცვრიანი.ძვალი განედლდეს გამხმარი,ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,მკვდარნი ხარობენ საფლავშიკარგის შვილების ყოლითა.ივინძრ-მოვინძრეთ... რას ვარგებთუქმად ტახტებზე წოლითა!ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,გადმოშუქებულს გორითა,ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,გამოსადეგის სწორითა.ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,გზა მინათდება თქვენითა;ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,გავალმასდები ენითა.
1891 წ.