↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგზაურობა სამშობლოში

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-132 წთ საკითხავი20220 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. 2. ანანური
  2. 4. საღამო ძველ თბილისში
  3. 5. ქართლის ღამე
1.წერილი კახეთიდან
შემომეფეთა ალაზნის ველიდა რომ შევხედე დანამდვილებით,გულმა ოცნებით წაიბარბაცა...ზევით ახმეტა, ძირს ბახტრიონი...დამდგარან მთები, ვით მაყრიონი,უმღერენ კახეთს ― უკვდავ პატარძალს,და ადგილიდან ვეღარ იძვრიანმისი სიტურფით დაბნედილები...უცბად გადმოსკდა მთებზე მზის წყარო,ვით საფერავის წითელი ღვარი,შენ მომენატრე, დაუვიწყარო...და წამოვიდა ლექსის ლიღარი...ვით ლხინის სუფრა აუკეცელი,ოქრონაწური შხეფებით სველი,ისე ბრწყინავდა ალაზნის ველი...წამით არწივმა დაჰფარა ფრთებით...მეც ისე ვიდექ, როგორც ის მთები...

2. ანანური

უეცრად წინ გადაგვიდგაორ მთას შუა დამალული,ატყორცნილი ძველ კოშკებითვაჟკაცური ანანური.რას ფიქრობენ ნანგრევები,ან რა დარჩათ სანანური? ―სდუმს არაგვი, სდუმან მთები,ცა ვარსკვლავით დანალული...
3. იქ, სადაც რკინის პალოთი...
სხივნაყარი ხმით ვგალობდი,გაქანებული ვქროლავდი,იქ, სადაც რკინის პალოთივახტანგს დაება ხომალდი...მე ვნახე: ლოდის ნატეხი,ძველი ჩუქურთმით ქსოვილი,ციხე-დარბაზის თაღები,ცრემლების ნესტით სოველი.მცხეთის, ბაგრატის კედლები,გელათის ქვაკუთხედები.სისხლგადასხმული კოშკები,მრისხანე, აუხედები...გამოშიშვლებულ აკლდამისძვლები ჭირნავაგლახარი,გვერდით რო ხმლები უწყვიათ,პირდაჟანგული ლახვარი...ქვისაგან გამოკვეთილიძეგლად ნადგამი ქურანი...მათი ნაკვეთი კლდეებიდა მათი ნასადგურალი...მე მათ დიდებას ვგალობდი,მე მათი ფრთებით ვქროლავდი,იქ, სადაც რკინის პალოთივახტანგს დაება ხომალდი...

4. საღამო ძველ თბილისში

... და შავნი შაშვნი დააცხრნენ ბაღებს,სადაც ცოცხლობენ ძველი ზღაპრები...შავი ხავერდით, შავ აბრეშუმით,მოფრიალებენ გიშრის აფრები,იღებს თბილისი ხელში ჭიანურს,მიზრაფს ჩამოჰკრა დამჭკნარი ხელი...გადმოდგა მთვარე ნარიყალაზედა მოიღერა ბესიკმა ყელი...

5. ქართლის ღამე

შავი კამეჩი შავად დამწვარი.ურმულიანი ღამე ქართლისა...მტკვარი, ტირიფი, ძველი ტაძარი,ჩუმი შრიალი ეზოს ვარდისა...წყნარად ქათქათებს ზეცა კრიალა,უხმოდ მოსცურავს ჩქერებში ტივი...აქ ისტორიამ გადიგრიალადა მიწა ჩუმად ისინჯავს ტკივილს...
6. თემურის ხანძართ ნატისუსალი...
მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში,თამარის სახის დასადარელი.მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში...ფოთლის არხევას არსად არ ელი...უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა,თემურის ხანძართ ნატისუსალი,თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისადა ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი