↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოწოდება

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-132 წთ საკითხავი19194 ნახვა

—
არა მგოსანი -არაკოსანიგულის გუნდრუკის უხვად მკმევარი, -ისე მებრძოლი, ვით ნაღმოსანი,მშობლიურ ზღვაზე მტერთა მდევარიგვიყვარს პოეტი! -ბევრმაც ანაღდადედობრივ ძუძუს შენაწოვარი,ასხივებული მისთვის გალაღდა,ჩვენი მთაწმინდა თავმომწონარი!
მაგრამ ვიწროა ჩვენი ხეობა,ვერ დაეტევა ქართლის მესია...ძველი დიდების მეხარკეობამე სევდასავით შემომესია.თუმცა წმინდაა საღვთო მუხნარიდა გზას ატყვია დევთნამუხლარი!
თუმც ჩვენში ბევრი ძვირფასი იშვა,ამ მცირე ქვაბში ხარშვა გვეყოფა!თუ საუკუნეთ ხერგი და ქვიშადასაგუბარად გადაგვეღობა, -
უნდა გადავჭრათ კავკასის მთები,შეჯიბრისათვის გავიჭრათ გარედ,იქ ვიპაექროთ ქართული ფრთებით,გამარჯვებანი იქ დააჩქარეთ!
ჩვენი საზომი არც პარიზია,არც რომის კერპი შეუპოვარი,მხოლოდ მსოფლიო ასპარეზზეა,სახელი ჩვენთვის მოსაპოვარი!
გავხსნათ მადნები ჯერ გაუხსნელი,და მარმარილო სადღაც მთვლემარი,ავანთოთ ალით სიტყვა უხრწნელი,დავწუროთ მზიურ ზვრის ნართვლევარი.
და ყოველივე, მზით მოგროვილი,რაც ჭაბუკია და არ ხნიერობს...ავწიოთ თასი მოოქროვილი,ავაკაშკაშოთ, ვაქვეყნიეროთ! -
ლექსი, ჩუქურმა, ფრესკო, ზარნიში,აზრი, სიმღერა, გულის ოცნება,უნდა ავიღოთ დღეს იერიშით,მივცეთ ახალი ასხივოსნება!
რომ უფრო ტკბილად ისმას გალობა,ცეცხლიანობა ღაღადებისა;რომ გადმოხედვით მაღალ მთებისა,ჩვენც გადმოვხედოთ შთამომავლობას!
სიტყვის მჩარხველნო, გულის მსიტყველნო,ბაგეთა ოქროსმადინებელნო,ცის საიდუმლოს ამომკითხველნო,სირინოზებო,ფუნჯის მეფენო!გეყოთ!აეშვით ვით ამირანი,აიმჩქეფარეთ, დაიდანდგარეთ...დაკურთხებული ძველი მირონით,შოთას შვილებო,გავიდეთ გარეთ!
1965
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი