↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19194 ნახვა

—
რაც შეიწოვა მიწამაწარსულის სისხლი მწვიმარი,რაც კი ცხოვრებამ იწამა,ცრემლი თვალს ნაციმციმარი, -
რომ დაიკარგოს ცვარიც კი,არა ყოფილა ადვილი;ის ხალხის გულს აქვს ნარიცხვი,დახსომებული, დათვლილი.
მიწამ რაც უნდა დახარჯოს,ვერ ამოსწუროს სავსებით, -იმ სისხლზე ჰყვავის ყაყაჩო,ფერწითელობის მსგავსებით.
იმ ცრემლებს შეუკრეფიაქართლის ცივტკბილი წყარონი,იმ ცრემლში გულის ღველფიადა მებრძოლ ხმალთა წკარუნი...
წარსულის სისხლი მწვიმარი,რაც შეიწოვა მიწამა,ცრემლი თვალს ნაციმციმარი,რაც კი ცხოვრებამ იწამა, -
არ დაკარგულა ცვარიც კი,დაშრეს, არ არი ადვილი;ის ხალხის გულს აქვს ნარიცხვი.დახსომებული, დათვლილი...
1928
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი