↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვუმღერ სამშობლოს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20194 ნახვა

—
სულ ჩემი გულის მონაწურია,რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,და მის სიყვარულს დავემწყემსები.
მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,როგორც წყალში დგას წნორის ძირები,სიცოცხლეს ვერსად დავესესხები,თუ სამშობლოსგან გავიწირები!
მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,მისი ნათელი დამთოვებია,სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!
აჟღერდეს მისთვის პოეტის ენადა ტკბილი სიტყვის გამართულობა.ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!
დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,ეს ყვავილები მე დავაგროვე;მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!
გულის ნათელი მე მიპოვია,ქართლის დიდების მე ვარ მნახველი,სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა,სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი