პოეზია · ლირიკა
ვისმენ მაისის სიმთა ხმას
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ვისმენ მაისის სიმთა ხმას,მღერიან ყველა ლერწმებიდილის ფრინველთან მივფრინავ,პირველ სხივს შეველეწები!თვითეულ სხივში მზეს ვხედავდამარჯნებული ნათელით,თვითეულ წვეთში ზღვას ვხედავსიცოცხლის კორიანტელით.თვითეულ ზვირთის ნაშხეფში―სიცოცხლის ნექტარს მრავალსა,თვითეულ სხივში მე ვხედავგზას, სიყვარულის სავალსა.და ჩემ გულს, შეტრფიალებულს,მაძებარს მზიურ გზობისა,სხვა გზა არ უნდა, გარეშემაისურ მაისობისა.და ვარდ-მარგალიტ ნაფრქვევმა,ერთი არჩია ყველაში:ან მზის ჩახჩახში ბრწყინავდეს,ან გადნეს ცისარტყელაში!