↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმარი მესამე

ახალაია ბექა

2006-09-121 წთ საკითხავი5710 ნახვა

—
დედამიწამ ენასავით ამოიდგაქარი, მერე აულოკა მთებს ნისლები...მარცხენა მხრით უშენობას გამოვედე,მოწყენილი შენი სუნთქვით ვერ ვივსები.ხევსურეთში მზეა ბუტაფორიული,სითბოდაცლილს ცაზე ყოფნა ევალება...აღარ მსტუმრობსფიქრში შენი ორეულიც,გულზე კანი ამცვენია ემალივით.მორჩა! თოფი გადავტენე და ამასწროგაბრაზებამ უნაგირზე ორი წამით,ვერ ისვენებს ხმალი წელზე მინაბაწრიდა ულაყის მარდი მუხლი მოვიწონე.ვისვრი ზუსტად, ტყვია უკვე მეხუთეა,ბანზე გდია მომაკვდავი შენი ქმარი,ცახცახებ და დაბნეული მეხუტები,სიყვარულით გული მაგრად შეგიკარი.ტოლს არ ვუდებ მგელიკებს და აპარეკებს,თეთრი სახე ხევსურულად შემებურა...დედამიწა ისევ ქარით ლაპარაკობს,მე სიყვარულს გეფიცები ჩემებურად!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი