პოეზია · ლირიკა
რობაიები
***სოფლის ქალები აქუჩებენ საქმეს დროებით,(ანკესსაც უნდა შეეგუო,რახან მოები),მერე საკუთარ სატკივრებზე ჩამოსხდებიან,და ჭორაობით იმარცვლება საღამოები.
***ახლა ვრწმუნდები,უკვდავება მართლაც მითია,დღეები,როგორც ტურისტები სადღაც მიდიან,გუშინაც გავხდი დესპოტური აქტის მოწამე:ზაფხულს ივნისი მოაჭრეს და ინვალიდია.