პოეზია · ლირიკა
რეინკარნაცია
შენ ,,მე" იყავი, ,,ის" იყავი, ,,შენ" კი თავისთა-ვად შენ იყავი,ახლაც ხარ და ასე იქნებიყოველთვის.პაპამ შეგასწავლა ალბათ ავის დაცუდის გარჩევა,წაგაკითხა საღვთო წიგნები,
ან წერა-კითხვა არც იცოდი(ხოდა დავუშვათახლაც არ იცი),მაგრამ მაინც წერდი შაირებსგამთენიისას,როცა ვიწრო სარკმლის ცხაურშიმზე შემოდის და მარილივით სითბოს გაირევს.
თოთხმეტი წლისას უკვე გქონდა აბჯარი ხისა(თუნდაც) გული კი რკინის,ხოდა ეტრფოდი ოქროს-თმებიან ასულს.დაშლიდი და აწყობდი ისევყორეს,ცხოვრების ბილიკივით საშინლად ოკროს.
მერე კი იყო დიდი ბრძოლა,პირველად მოკვდიომში.ხანჯლები შაოსნებმა ჯვრებივით დარგესთქვენს საფლავებზე.მოსახდენი მალევე მოხდადა მგლის ლეკვები დაიზარდეთ კიდევაც ალგეთს.
შემდეგ ცოტა ხნით ჯარჯი გახდი,მტერი და რისხვაჯიხვების.მოწყდი,დაენარცხე ხერხემლის ტეხვითმიწას.მერე კი ქვიშა ლოკე მისხალ და მისხალმწარედ მოსთქვამდა მოკლულ შვილზე სადღაც ძუ ვეფხვი,
მერე თვითონვე ისაუბრე ბალადით ღმერთთანთამამად(ყველა ქართველში ხომ ნამდვილად ტოკავსპოეტი),ისევ დაიღუპე ცხრა ძმასთან ერთად(ცრემლი მოაწვა) და გაუტყდა თებრონეს კოკა.
მოკვდი,გაცოცხლდი ბევრჯერ,ახლა ,,ის"-ში და ,,მე"-შიდაიდე ბინა,ჩვენც შენსავით ჯიუტად ვივლით,სვავებს მივუგდეთ მილიონი მოსისხლე ლეში,ხანჯლის ღარში კი ჩარჩენილა სულების ფხვნილი!