პოეზია · ლირიკა
პლაცებოს ეფექტი
მამას
ამ ლექსის დაწერაერთიოდე კვირის წინ გადავწყვიტე, მამაჩემო,შენი გამოგზავნილი, გაძეძგილი თურქული ჩანთარომ ამქონდა სახლში და მესამე სართულზე,შესვენებისას, წიხლი რომ ჩავარტყი გაბრაზებულმა, - აი, მაშინგადავწყვიტე, რადგან ისე მეტკინა,თითქოს შენთვის ჩამერტყას,რა უფლება მქონდა მე - ზარმაცს და უქნარას,ჩამერტყა შენი ნაჯაფით სავსე ჩანთისთვის?!მინდა გელაპარაკო, რადგან, მგონი, მე და შენგულახდილად არასდროს გვისაუბრია.მერე რა, რომ ასეთი "ნაწერი" შენთვის ლექსი არ არის,ის კი არა, ერთხელ, დედამ, რომელიღაცალიტ. ჟურნალი გამოგიგზავნა ჩემი ლექსების პუბლიკაციით -გაუხარდებაო. შენ, ალბათ, გაგიხარდა,მაგრამ საღამოს მაინც დამირეკე და ჩემი ლექსები მიწასთან გაასწორე.მე, ღიმილით, ამაოდ გარკვევდი არაზუსტი რითმის სპეციფიკაში...შენ ასეთი ლექსი მოგწონს:"შატილს მინდიაც მოიდაზერდაგით რვალიანითა,წელზე ნარტყამის ფრანგულით,მკლავითა ფარიანითა,თორმეტის ქისტის მამკლავიშუბითა ტარიანითა.ირემს ჰგავ მინდის წითლაიშუბლითა მთვარიანითა.ალუდას აუგს ეტყოდენსიტყვითა შხამიანითა.იწყინა, შუბლი დაკეცანაოჭით ზარიანითა..."ან, ასეთი:"საქართველოში იბადებოდნენდა შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდესჩვენი ბავშვობა და სილამაზე.თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდესერთი იმედით: სიცოცხლე მარადგაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს..."მეც მომწონს, მაგრამ, ვინაიდან, ეს "ლოგი""მონო" უფროა, ვიდრე "დია", - ნება მომეცი,თვითონ გადავწყვიტო, რა ფორმის იქნება...ვიცი, გიჭირს მარტო ცხოვრება,მაგრამ შენ ქალაქში ვერ სძლებ დიდი ხნით,მე კი - სოფელში.ამას დედას და თათიას მოუცლელობას თუ დავუმატებთ,ერთადერთი გზა რჩება - დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის.არაუშავს, ბოლოს და ბოლოს ყველანი ხომ ადრე თუ გვიან მოვკვდებით,და რა მნიშვნელობა აქვს ეს ურბანისტულად მოხდება თუ პასტორალურად,მარტო, თუ სხვების თანდასწრებით,რა მნიშვნელობა აქვს, სად გაგვითხრიან სამარეს...ის ოქროსფერი ჩარჩო ხომ გახსოვს,მამიდას სამსახურიდან რომ წამოვიღე ბავშვობაში?თავიდან, თურმე, ლენინის სურათი იყო ჩასმული,მერე გამსახურდიასი, მერე შევარდნაძის (ეს უკვე მეც მახსოვს),მერე, მე ჩემი აკვარელის პეიზაჟი ჩავსვი,მერე კი, ისევ წაუღია მამიდას და მიშას სურათი ჩაუსვამს.აი, ამ ჩარჩოსავითაა საფლავიც,ის სტანდარტულია, უბრალოდ, სხვადასხვა ადგილებში დააქვთ,რომ შიგნით სხვადასხვა მიცვალებული მოათავსონ...აი, ცხოვრობ შენთვის, აწყობ გეგმებს, აპირებ დიდ ხანს სიცოცხლესდა მოვა უცებ ვიღაც არამკითხე და ამოგიშლის სხეულიდან სულს,როგორც მობილურიდან უკანასკნელმოკლე ტექსტურ შეტყობინებას, თუმცა შენ ეს სულაც არ გინდა...მამაჩემო, შენ არ იცი,რომ მე არ ვაპირებ გავრისკო და მამა გავხდე,რადგან, შეიძლება, ერთ დღესაც ზემოთ ხსენებულმაარამკითხემ წამართვას შვილი...მამები შვილთან ერთად კვდებიან და მერე მხოლოდ მოსიარულე გვამები არიან,დედებს კი შვილის სიკვდილი აკაჟებთდა მერე დადიან საავდროღრუბელჩამოწოლილი ციხე - სიმაგრეებივით,მე მინახავს ასეთი ციხე - სიმაგრეები,მოსიარულე გვამებიც მინახავს...ამბობენ, შვილის სიკვდილი ყველაზე დიდი ტკივილიაო,წინასწარ გთხოვ პატიებას,ამ ტკივილს ოდესმე თუ განგაცდევინებ...მახსოვს, როგორ გარდაიცვალა ბაბუა "კუჩხა" ღამით,არც მანამდე და არც მერე შენი ტირილი არ მინახავს.მახსოვს უშუქობა, მახსოვს, ერთ გაზაფხულს, მერცხლების მაგივრადროგორ მოფრინდნენ ვერტმფრენები,მახსოვს, სკოლის ფანჯრიდან როგორ ვუყურებდითმესამე კლასელები სატვირთო მანქანის ძარაზემდგარ წვერიან, თავწაკრულ, მთვრალ ბიძებს, -რომელიღაც ქურდულ სიმღერას რომ მღეროდნენდა ჰაერში ისროდნენ.მახსოვს ოთხზე მდგარი ნარგიზა მასწავლებელირომ გვიყვიროდა, დაწექითო.როგორ ვიფიქრებდით, რომ მასაც შეეძლო შიში.მახსოვს ჩვენს სოფელში მოსული დევნილები,რატომღაც ყველა ერთმანეთს რომ ჰგავდა, -მოშიებულები, შემცივნებულები...დავდიოდით მე და მამიდა უბან - უბან,ნათხოვარი ცხენით და ურიკით(აკვარელით წითელი ჯვრები რომ მივახატე ორივე მხარეს),გვაძლევდა კეთილი ხალხი სიმინდს, ლობიოს, მუხუდოს,რომ მიგვეტანა ბაგა - ბაღში ჩასახლებული დევნილებისთვის...მახსოვს, როგორ ვერ ვიტანდით ბავშვები "მჭად - პურას",მახსოვს, თამაშისას, ბუჩქებში, როგორ ვპოულობდითუცნაურ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მასრებს,კიდევ ბევრი რამე მახსოვს, თუმცა ცუდი კაცი მაინც არ გამოვედი...რა მნიშვნელობა აქვს, არსებობს თუ არა ღმერთი,მე მაინც, ყოველ კვირა დღეს სეფისკვერის სახითვყლაპავ მას, რომ დაგროვილი ბოროტებისგანგანვიკურნო და... ვიკურნები!მამაჩემო, შენ არასოდეს გჭერია ხელში ავტომატი, -მხოლოდ თოხი და ბარი გეჭირა,და ამიტომ უფრო გაფასებ,რადგან, ომში ადამიანებს ებრძვიან,შენ კი მუდამ სტიქიას - მიწას ეომებოდი!