↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინც სთქვა ქართული ლექსი პირველმა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი,შენ, ბედნიერო და უსახელო;ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი,სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ!იქნებ ის იყავ, დანაცრებული,მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში,იქნებ აღსდექი განათებულიზედაზნის დილის გამოხედვაში.იქნებ ლერწამი შენი ძვლებია,არაგვის ჩქერზე ამორხეული;იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებიასვეტიცხოველზე შენი სხეული?იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ,გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა?არ ვიცი, მაგრამ ყველგან მიცვნიხარ,ვინც სთქვი ქართული ლექსი პირველმა!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი