პოეზია · ლირიკა
პოეტის დედა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ვხედავ: პატარა ბაღჩაშიფუსფუსებს ჩემი მშობელი,გადაკვალთული კალთებით,დღეღამე მოსაქმობელი,წინსაფარში რომ უწყვიაბოსტნეული და კვერცხები...მამაპაპური კერისაყოველდღე მომნაკვერცხლები...თან რომ ჭიკჭიკით დასდევენშოშიები და მერცხლები...