↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პიიტები ბატისფრთიანნი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20070 ნახვა

—
...ვხედავ დასტებად ნაცრიან მწერლებს,მათი საგზალი ცრემლის ქაფია,ჰყავთ ცოცხლებშიაც თანამდებარე,დღეს ლირიკული ქარიყლაპია;ზოგია სხვისი ჩანგის ყაჩაღიდა ზოგი კიდევ უმიზრაფოა...და პიიტები ბატისფრთიანნი,მუხამბაზების მთვრალი დარაჯა,წვანან სიჩუმის ნავსადგურებშიდა კალმის შუქი მათი არა ჩანს...რაც მიაკეცეს სიტყვა სიტყვაზე,გაუნიავდათ იმავ წამითვე;ერთი გაძღომა ჰქონდათ ოცნება,ვერ წაიხემსეს, ისე წავიდნენ...წარეცხილი აქვთ საძირის კვალიდა ენის ტარი მათი დამპალა;ჩვენთვის კი არა, ― სადმე ხატისთვისიქნებ ივარგონ ზეთის ლამპარად.ჩემს მაგიდაზე მისთვის მსმენიაჭახანი მათი ზურგის ძვალისა,ერეკებოდათ ახალი რიტმი,როგორც ნაკრავი ამორძალისა!მე დავინახე, ბევრი მათგანიქუჩამ გასრისა, როგორც პეპელა,განა რომელი გამოგვადგებაჩვენი დღეების მასწავლებელად?―რომ დასძრას ლექსი ცხენოსანივით,ავარდეს ბუქი უკან ამტყდარი;ხელდროშიანი გაგვიძღვეს წინაგამაპობელი ბაირახტარი!მაგრამ, განა მათ მოეთხოვებათ,გაუძლონ ჩვენი ლექსის მარწუხებს?..აბალახებულ იმათ საფლავებს,სირცხვილი არი, ნუღარ ვაწუხებთ...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი