↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პეტეფი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20074 ნახვა

—
მან ამოიჭრა გული თავისი,ჩარგო მიწაში ― დაფნამ იხარა!და მით დადაფნა გმირი, რომელიცბრძოლის ქარცეცხლში არ დაიხარა!ჩვენც გვამხნევებდა, მოგვიწოდებდაბრძოლისკენ მისი ანდერძი წმინდა:სიყვარული და თავისუფლება,თავიდათავი, აი რა მინდა!სიკვდილის ფასით ვიშოვი პირველს,შევწირავ ყოველ სასიხარულოს,თავისუფლებას შენ შეგწირავდი,შენ, სიყვარულო!..ის იყო მტერი, თვალდამცეცხლავითავისუფლების ყველა მტერისა;ყორნის მუცელი საფლავად მისცა,სუდარად − წყევლა მთელი ერისა!ის ცეცხლის სვეტი იყო მგზნებარე,დიდება, ჩოქი და მეტანია!სალამს მივართმევ საქართველოდან,თბილისის ვარდი მომიტანია!ის ჩვენიც იყო, მოძმე მხედარიდა გამომთქმელი ჩვენი წყლულისაც;მისთვინ ფერხთ ვუშლი მუხლმოდრეკილიგაფანტულ ზურმუხტს გაზაფხულისას!ის ჩვენიც იყო, ჩვენი ძმობილი,როგორც დუნაის მოძმე მტკვარია!მასაც ვულოცავთ თავისუფლებას,დღეს ხომ პირველად გულდამტკბარია!დღესაც, უნგრეთის ხარაჩოებზევხედავ, დამდგარა, როგორც არწივი!ყველა მუშაკზე კეთილშობილი,იღწვის ხალხისთვის თავის განწირვით!დღეს შენ ზღვას ჰგავხარ, უნგრეთის ხალხო,შრომით ქარწყლდება შენი ტკივილი.დღეს თუ აქოჩრილ ზღვასავით გრგვინავ,ის იყო ― პირველ ტალღის ყივილი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი