პოეზია · ლირიკა
პატარძეულის იები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
პატარძეულის იები...დილა ბროლშენაციები...დილა ღმერთმოჩვენებულიშანთივით ჩამრჩა ხსოვნაში;და ფიქრი მოჯერებული,პირველი სიტყვის პოვნაში.
ო, მას აქეთ ვარ მსურველი,მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;მაფრქვიონ შუქი ― სურნელიპატარძეულის იებმა.