პოეზია · ლირიკა
პატარძეული
გიორგი ლეონიძე 1899–1966
პატარძეული... ჩემი სოფელი,ბავშვობის კერა _ პატარძეული,ჩემი აკვანი წნორის ტოტისაიქა ყოფილა გადარწეული.
იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედადა ხალხის ფიქრი ათასწლეული...მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,სიბერისაგან გადაქცეული...
იმ ხის ფესვებში მელანდებოდახალხის მზის ოქრო და განძეული...ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...
მე მინახია ბევრი ქვეყნებიდა ქალაქები ათასეული,მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდაჩემი პატარა პატარძეული.