↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატარა ქვაო პატარძეულში

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-134 წთ საკითხავი19195 ნახვა

—
1გინდაც ვიცოცხლო ათასწლეულში,ვერ მოვიწურო გულის ნაღველი;პატარა ქვაო პატარძეულში,რა დიდი სევდის ხარ შემნახველი!
მცირე გორაკი... მწირი მიდამო...ძეძვი, ხრიოკი, ქვიშა, ავშანი...ვის შევებრძოლო, ვისთან ვიდავო? -აქ დაიკეცა დედის თავშალი...
აქ, მარწყვზე წასულს, დედა მეძებდა...მე ახლა აქვე დავეძებ დედას...ვინც მზიან მაისს მიორკეცებდა,იმ მაისივით ვეღარც მას ვხედავ...
2ენა დადუმდა. საქმე ღაღადებსდა ნაკვერცხალი მამათა კერის...ჭაღარის ვერცხლი მე ვერ დავხატე,ვისი ტკბილი ხმის უბეშიც ვმღერი.
იყავ კეთილი, მარად მღიმარი,წმინდა, ვით თოვლი დაუდებელი...მაქვს სიტყვა, შენგან მონაწვიმარი,ვარ შენი ზღაპრის ყურთამგდებელი.
დედაქართული, ქართლის ცხოვრება,ყანის სიწმინდე, ხალხის სიმართლე,რაც კი ყრმობიდან მემახსოვრება,შენ შემასწავლე, შენ განმიმარტე.
მაცოცხლებს სიტკბო შენი გულისა,ჩემდამი ნდობა და მოწონება,სიმწვანე ათას გაზაფხულისაშენგან მე გულზე დამეწონება!
3საავადმყოფო...ბედგაცხელებულსფიცხი სიკვდილი გადაგეღობა...გცხელა. წყაროს წყალს ითხოვ ჩვენებურს,სიცოცხლედ ერთი პეშვი გეყოფა.
მაგრამ სად არი სიცოცხლის წყარო?დამშრალა. ნუღარც შემეკითხები...და ყურში მესმის, დაუვიწყარო,ბოდვარეული შენი სიტყვები:
- თუ განშორების დამდგარა ჟამი,შვილო, დროს ვნატრობ უნეტარესსა,მე შენთან მოვალ, ვით ვარდზე ნამი,ჩამოვალ, როგორც სხივი მთვარისა.
მაღლობზე, რათა დამკრას ნიავმა,ჩემს მეზობლებთან, გვერდით, სულ ახლოს, -ძეძვის ქვეშ გასჭერ ჩემი საფლავი,იმ ძეძვის ძირში მსურს დავიმარხო!...
და შეიკუმშა, როგორც მტევანი,გადაქანცული შენი სხეული;დაუტევარი სიკვდილის მკლავში,ვით ყანა, თოვლში გამომწყვდეული...-
ეჰ, შე ტკბილო! -სთქვა შენზე სოფელმადა გულის ჟანგი ცრემლით მოფერა:- ამაგიანო, განა გაქრები?შენზე სიკვდილი ვერ იბატონებს!..პირველად გნახე ხელებდაკრეფით,გადახმა ბაღჩა...გაცივდა თონე.
მაგრამ, ეს კერა ვინ გააცია,გაშალე სუფრა, დაგვხდი კახურად!ეჰ, კაბის ნაცვლად მოლი გაცვია,ლეჩაქის ნაცვლად - ნისლი გახურავს.
4ეს პატარა ქვა - მთვარის ნალევი,მე მთვარესავით მუდამ მდარაჯობს;წინ მიმიძღვება ბნელი თვალებით,გზას ამაცილებს, სადაც არა სჯობს.
ხომ თვითეული შენი რძის წვეთიჩემში ჩქეფს ლექსად, საქმედ, ოცნებად!მინდა მოვასწრო, ვაკეთო მეტი,ვით შენ შესძელი საქმის მოსწრება!
მე ხასიათი შენი რომ ვიცი,სადმე უსაქმოდ დადგები განა?მწამს, იქეც ორთქლად, დავფიცავ ფიცით,ნამად დაადნი დაგვალულ ყანას!
აპრილის შავ დღეს, მოსილს გლოვითა,როცა ასწიეს კუბო მშობელის,მოულოდნელად თოვლი მოვიდა,გადაიბარდნა ჩვენი სოფელი.
მთელი ზამთარი გვალვით გათავდა,და ახლა ხალხმა როგორ იხარა:- განათლდეს სულით ერთი ათადა!თოვლი გვაჩუქა!მან მოგვიყვანა!
ფიფქი, შენს მიმკრთალ ტუჩზე დასხმული,დადნა, ვით დადნი შრომის ალმურში,შენ მიდიოდი და გაზაფხულიშემოდიოდა შენს ტკბილ მამულში!
დედაკაცების ზარი ამაღლდა,მეხანჯლებოდა გული სიმწარით...სამაგიერო რით მეამაყნა,ერთი გვირგვინიც ვერ დაგიწანი!
5გულშეწყვეტილი და უსავანო,უკან მოგდევდი, მძიმედ, ბორძიკით,საით წახველი, მოუსავალო?ცათა ბროლს იქით?ცათა ბროლს იქით?
არა!აქვე ხარ, შენს წყნარ ეზოში,ფშატის შრიალში ხარ ნიშნეულად,ამ კვირტში გხედავ, ყვავილის ზროში,სიცოცხლის ნიშნად, რაც მიჩნეულა!
აქვე ხარ, -შრომის ღაღადებაში,წინდის ქსოვაში, ყურძნის კრეფაში,გაზაფხულების დაბადებაში,ნაკადულების ოქროჩქეფაში!
და ჩემთან ერთად, ჩემს მაგიდაზეგაბმულ ღამეებს შენც არ ათენებ?ჩემს სტრიქონებში შენ არა მღერი?ეს ლექსი შენ არ გამოამტევნე?
ჩემით სამშობლოს არ ეღიმებიმონატრე მისი გოლიათობის? -ვით მცირე სხივი დიდი მნათობის,მეც ხომ შენგან ვარ გამონაკრთობი!
6ეკალსა ზედან აღსრულებული,ვიცი, ცისკრისას ვარდზე იღვიძებ,რადგან სამშობლო სპეტაკ ლეჩაქით,ცრემლით და ღვაწლით გამოიფიცე!
არა, სიკვდილო, ხელი შეუშვი!ამ ადგილიდან უკვე წახველი...პატარა ქვაო პატარძეულში,რა დიდი სუნთქვის ხარ შემნახველი!..
1956
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი