↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პაოლოს, ტიციანს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19195 ნახვა

—
უძოზე, ისევ მღერის ბულბული,ისევ მაისის ჩახჩახებს ღამე...თქვენ კი, სადა ხართ გადაბუგულნი,გადაფერფლინლი, ძმებო, ხმა გამეთ!
სისხლის წვიმაში ღმერთმა მიშველა,ვწერ და თქვენს ნაცვლად თითქოს მეწეროს!თუ ღვინომ ყანწი ვერ გაასველა,ცრემლით ავავსებ თქვენ სადღეგრძელოს!
ნეტავ, რა გქონდათ შესანდობარიდა რად ვაწვეთებ მე პურზე ღვინოსჰეი, ტიციან! სად ხარ მდუმარი,ჰეი, პაოლო! რად ხარ ულხინოთ!.....................................................იქნებ არა ხართ გულდაშხამული,დადინჯდა გული, ხანში შახველით?იქნებ მოგწყინდათ თქვენი მამული,აღარც პოეტის გხიბლავთ სახელი?
ვიცი გიყვარდათ თბილისის ღამე,ბროწეულყვავილგადანაყარი,სალხინო დღენი დაგიბალღამეს,როცა იყავით ლექსის მაყარი.
თქვენი ლექსები შევარდნებივითსულ თან დამდევენ ფრთების თარეშით...არ მჯერა იქაც, არა მღერიან,წამონამქრული ლექსის ნამქერით!
არ გაცვეთილა, რაც ქვეყნად დარჩაცრემლის ალმასი, ოცნების ფარჩა!უთქმელ სიმართლეს ეძებდით ძმებო,რა ბევრი დაგრჩათ თქვენ საოცნებო...თბილისის ცაზე ვერცხლი ნაღვარი...
ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,ადვილი არი მისთვის ლექსობა,მე სიტყვა ცრემლში დამიფერიაძველ წყლულში დანა ფხით გამესობა!..
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი