↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველო (შენ ფიროსმანის)

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19195 ნახვა

—
შენ ფიროსმანის შვიდღარიან მარნებში გხედავ,გადაპოხილა შენი მკერდი, როგორც სარწყავი.სისხლის საპალნით დატვირთულო, ვინ დაგიხვეტაბრგე თეძოები ბელტებივით დასაფარცხავი.
ტანი ყამირი, როგორც ხმალი, ელავს ჩამდგარი,ვინ დაჩექმული ჩემი სული შხამებს დარია.აქაფებულა შუაღამე, როგორც ჯაგარი:ვიღამ დაიდგნოს, ვინ შაებას კარად დარიალს.
ტაძარს ალავერდს შემოაფრენს ტალღას მორევი.დგანან უზანგში: ღვთისმშობელი და მოურავი,რკინის პალოზე გადავარდნილს ვხედავ ხანძარებს.
მოდის შამქორი. სოღანლუღი. დროშების მტვერი.ზურნით ფალანგებს მოუძღვება კონდოტიერიდა შენი სისხლი გაჭედილი შიშით ზანზარებს.
1924
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი