↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თავადინა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19204 ნახვა

—
(წიგნიდან „ყაბახები“)
თითქოს მთვარე ხარ ნასახადარიდა ძველის ძველი თითქოს ლაურა;თეთრ კვირეებში მეაზნაურა,როცა ჰრეკავდა თეთრად საყდარი!
გერბიან ეტლის გამოჭენებითძველ ბაგრატიონს გაენავარდე,მე მაწვალებდა შენი ხაბარდა -ნაზი ქიმერის გამოჩვენება.
მოჯირითეში რომელს აირჩევ,რკინის რიგებში მკერდი მენთება...შენი თმა ველურ ორნამენტებადუთლიათ თითქოს ბნელ ჯავაირჩებს.
გავალ ყაბახზე შენი მსურნებივნახო ჯირითზე ჩემი მსაჯული;მაგრამ, რახტები და სამაჯურივეღარ უძლებენ ატლასის სურნელს.
მე წავალ სიონს: დამღვრჩალ ეთერშიდიდიხნით სულმა რომ იგვიანოს,შენ კი ბანალურ ფორტეპიანოსადარდიანებ ცივ სითეთრეში!
უიმედობით გახსნილ ფანჯარასდა მკვდარ თოვლებში დაღლილ ლაიკებსჩემი ოცნება აღარ დაივლებსდა ატირდება როგორც ანჩარი!
როს ვორონცოვი, დამდგარი ნაპრალსშენთან გადივლის მთვარიან სახლებს,შენი გვარიდან ავშლი სახელებს -შეშინებული და ნამთვრალევი,ვეჯირითები კვლავ შენს წინაპრებს -მე, მირაჟული დატრიალებით.
1918
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი