↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თაისი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-181 წთ საკითხავი23293 ნახვა

—
ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი,ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი,გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი,ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.
თამადის ხელში აზარფეშა ათჯერ აივსო,თარის წკრიალში ვჩურჩულებდიშენი მხლებელი:_ «დარჩეს ეგ ტუჩი კოცნისელვით ხელუხლებელი,ვით მეველე ან ვენახებში ქარვის ყაისი».
ამაყ წამწამებს შევამჩნიე შმაგი თარეში,საშიშ თვალებში სჩანს სიკვდილისსაპირფარეშო,უბის ცისკრებში მზე გიჟდება,ლალში მცურავი.
აპრიალებულ ხანჯალივით ამენთო ტანიდა შეგიპყარი, როგორც მონა არაბისტანის,ცეცხლის საწოლზე შემოგძარცვე შესაბურავი.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი