↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბელი

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3438 ნახვა

—
მამა-რავქნა კაენთან არ მინდება თამაში,ნახე მთვარეს ატყვია სისხლისფერი ლაქები,იმას ცხვრები მიანდე მე გამიშვი ყანაში,მამა-ჩემთვის დამტოვე ნუ ვიქნები ნაქები.
თავის ქალა აბელის აღსარებას ამბობდა,და გარშემო ტიროდნენ სიყმაწვილის ჩრდილები,სისხლისფერი ქარი კი შეშლილივით დაქროდა,ხოლო სული კაენის გველს ეჭირა კბილებით...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი