↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "საღამო"

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2010-08-121 წთ საკითხავი3730 ნახვა

—
საღამო, სიჩუმე, ცრემლი და ვედრება,მუსიკა, იები, წარსულის აჩრდილი,ქუჩები და სიზმრებს ცისფერი ედება,და გზები, ლოდინი, თვალები დაღლილი,ნატვრა და ყოველთვის რაღაცის ძიება,ნათქვამი ათასჯერ და ისევ სათქმელი,და ეს კი ნამდვილად არ გეპატიება.უბრალოდ დაკარგე ნდობა და სახელი,გოლგოთა, წამება და მერე საყდარინაგები მტკიცედ და უკვდავი ხელებით.მზე უფრო ნათელი, ცა უფრო მაღალი,სამყარო უცხო და მრავალი ფერებით,ვრცელ აღმართს მიყვება ვითარცა ეული,ნუგეშად თან მისდევს მისივე აჩრდილი,და მერე ამძიმებს დიდი ხნის სხეული,სუსტი და უგვანო ტკივილით დაღლილი.
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი