↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაა ახალი?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
შავად გაშლილი ღამის იჭვით შემოხვეულიგამძვინვარებულ ქარიშხლისას ვისმენდი კვნესას,გულში არ ვგრძნობდი მე დაფარულს და ტკბილ ოცნებებს,არცა ღიმილით გავცქეროდი სევდიან ზეცას,არც მოგონებებს ქარიშხლიან გარდასულისას,არც უსაფუძვლო და უმიზნო სიცოცხლის ნაყოფს,არც მომავალის ვაი-ვაგლახს წარმოვიდგენდი -მაინც არ ჰქონდა მოსვენება ჩემს სულს ავადმყოფს.შხამი, ოდესმე მეგობრული ხელით მოწვდილი,წყლული, ცხოვრების სისასტიკით ერთხელ ჩნეული,შეუმჩნეველად მიწამლავდა უკეთეს წამებს,რადგან სიხარულს არ ვიყავი, სულო, ჩვეული.ტყვიისფერ ღრუბლებს, ცას და მიწას შუა დაკიდულთ,მძიმე ცრემლები ჩაბნელებულ თვალთგან ცვივოდა.აღარა ჰქონდა მოსვენება ჩემს სულს ავადმყოფს,და ჩემს გულშიაც შვების ცეცხლი აღარ ღვივოდა.გაივლის ჟამი და, ვინ იცის, იქნებ ზეცაზემწუხრის დემონმა ვერ დასტოვოს ის ძველი კვალი,მაგრამ, ეჰ, სულო, ერთფეროვან ბრწყინვალებაში,თუნდაც ედემში რა იქნება შენთვის ახალი?რაც ოცნებებში განგიცდია მთელის არსებით,სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?კმარა! ვერ ჰპოვებ მოსვენებას, ჩემო ბედკრულო,დასცალე ბარემ... სულ დასცალე წამების თასი...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი