↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რაა ეს გრძნობა?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მყუდრო ნაპირზე, სადაც ზღვის წინწკლებსათამაშებდა სუნთქვა სიოსი,აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგაყრმა მეოცნებე და გენიოსი.და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:„ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,რომ ფიქრობ, თითქო გასცილდი საზღვარს,რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“ყრმა კი ამაყად უპასუხებდა:„საიდან იცნობს ეგ გულცივობა,თუ რა ძალაა შემოქმედისთვისსაკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“ტალღა კვირობდა: ‘რა შობს ამ გრძნობას,უცნაურ ძალს რომ ესაბამება?!და ყრმა ამაყად უპასუხებდა:„ამგვარ გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი