↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ო, გიპოვე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
მთის ასული სერზე შესდგა იდუმალი ხმით გართული,შუბლს გვირგვინი უმშვენებდა დაფნის ფოთლით დახლართული.
და ოქროსფრად, და ოქროსფრად ელვარებდა თმა სხივნართიდა სიოზე ირხეოდა გამჭვირვალე თეთრი კვართი.
და თითები რითმებივით ჩამოქნილი, ჩამომდნარიქნარს შეეხო და აღელდა უჩვეულო ღელვით ქნარი.
სიომ იგრძნო და აღელდა, და გაიბნა წარმტაც ხმებში,თვით პეპლებმაც უცნაური ფრენა იწყეს ყვავილებში.
ყვავილებიც კი აღელდნენ, და აღელდა ირგვლივ ყველა,არემარე შთაგონების წმინდა ცრემლმა დაასველა.
ამ დროს გაჩნდა ქალწულთან ყრმა სიყვარულით, წრფელი სახით,დაიჩოქა და ხორცსხმულ სულს უთხრა თრთოლვით და ცახცახით:
„ოჰ, გიპოვე! მე მიყვარდა შორეული შენი სახე,დიდხანს გძებნე და გიპოვე... დიდხანს გძებნე და, ჰა, გნახე!“
ცეცხლად იქცა ორთა გულში სიახლოვის მწველი ვნება:ერთი იყო სიყვარული და მეორე ხელოვნება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი