↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ო, სიხარულო, სიხარულო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ო, სიხარულო, სიხარულოშემოქმედების,შენ მაისი ხარ ჩვენი ველის,ჩვენი ქედების!
მოდის მაისი აღტაცებითდა თავმომწონედ,მთელი თავისი სილამაზით,მთელის ძალ-ღონით.
ის გეგმავს, აგებს და ყოველიმძლავრი შენობაისეთი არის, ვით მაისისყვავილთფენობა.
ძველ ქვეყანასთან შებრძოლებითმოპოებული,შემოქმედების სიხარულო,შენია გული.
ვინც წრფელის გულით, პატიოსნადრაიმეს შექმნის,იყო და არის შემოქმედიახალი ქვეყნის.
დადგება ის დრო ბედნიერიდა სანატრელი -მთელს მსოფლიოში გაიმარჯვებსმშრომელის ხელი!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი