↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რამდენჯერა ვთქვი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
რამდენჯერა ვთქვი, თუ ვისთვის მინდასევდიან სიმთა მწუხარე ჟღერა,რამდენჯერ იჭვი მეწვია წყნარი,რამდენჯერ ხელში ავიღე ქნარი,რომ დამემსხვრია და არ მემღერა.
ამ დროს მწყუროდა, რომ მიმემალაჩუმი ქვითინი და სიმთა წკირა...ხალხისთვის, ჩემი რაც ძლევას ჰქმნიდა -ჩემი ოცნება და წმიდათ-წმიდა,დაუბრუნებლად, მთლად შემეწირა.
მეც ვშთანთქმულიყავ მწყრალ ჟრიამულში,მომეკლა სულის ვედრება წრფელი...მაგრამ სიმღერის გადავიწყება,ჰანგთა დამარხვა და დამიწებავერ შევიძელი, ვერ შევიძელი!..
სიმღერავ, უხმე დაღლილთ, დაქანცულთ,აჩვენე ცეცხლში ნაწრთობი გული,დაე, ისმენდენ ჰანგს დაუცხრომელს,დაე, იცოდენ, რომ ყოფის მგმობელსმათდამი კიდევ აქვს სიყვარული!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი