↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რატომღაც, როცა არემარეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
რატომღაც, როცა არემარესგრგვინვა გაჰქონდა,სამოქალაქო ომის წლებიმე მომაგონდა.რა ბრწყინვალებას და სიმდიდრესელოდენ ბრმები,ალექსეევი, კორნილოვი,ანტანტის ყმები?
მათი მემკვიდრე დენიკინიამცდარი ხიფათთ,თუნდაც საათით, თუნდ წამით რომიქცა ხალიფათ?აი, კოლჩაკი, უცხო მხარეთმომხდურთა მიერუზენაესად წოდებულიკაცი ძლიერი...
დაიმსხვრა იგი ადმირალი,ნაცვლად დიდების -გზა ხვდა გლეხების ნაჯახისადა ორთითების.თვით იმის მფარველთ წინააღმდეგთთითქმის ექსტაზითიგი გადასცეს, რათა მისისიცოცხლის ფასით
როგორმე იქით გაეყვანათთავისი ჯარი,თავისი ოქრო გაეტანათდა საწინდარი.იუდენიჩი რას ელოდა,ანუ ვრანგელი,სხვა ცერბერები, სხვა ქოფაკიდა ღრიანკელი?
ყველა ცხოვრობდა უცხოელთაიმედით, ფრთებით,ყველა მათ მზაკვრულ დავალებასგულმოდგინებითშეასრულებდა არშემკრთალირაიმე ვადით,ეხმარებოდა რა დენიკინსნავთით, სურსათით.
მაგრამ შეუძლო გახდა ყოფნაერთმანეთს შორის,ვერ მოითმინესდა ეკვეთნენ ერთიმეორეს.აერთიანებს მხოლოდ შრომადა ვით ნანგრევებსთიშავს, აშორებს საკუთრება,განაცალკევებს.
მტრისათვის მარად კარი გვქონდაგადაკეტილი.ნუთუ არ არის ფაშიზმისთვისეს - გაკვეთილი?
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი