↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დუმილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ნიავმა წყნარად წაისისინა,ხევში შეიჭრა და მიიძინა;შეწყდა, ნუგეშო, ბულბულის სტვენა,მზე ჩაესვენა.მარტოკა ერთი, იდუმალ ვნებითმთის ხრიოკებში რაკრაკებს წყარო,გაჟღენთილია ტკბილ სურნელებითმთელი სამყარო.დღეს დაქანცული, ღონემიხდილი,ასავარცხლებულ მთებს იქით კვდება,გაფერმკრთალებით ცა მოწმენდილიტბაში ფერფლდება...და გამჭვირვალე ბინდბუნდი ღამისქვეყნად მოსცურავს მსუბუქი ფრთებით,ჯეჯილი ველზე ისე დგას, ლამისბინდში გადადნეს იდუმალებით.თავჩაქინდრული არ შეირხევაარც ცაცხვის ტოტი, არც ალვის ტანი,გარინდებული ტყე არ ირყევა,არც კაეშანი.შეჯადოებულ მიდამო-არესწამწამზე უთრთის ნეტარი ძილი,კიდით-კიდემდე მიწას მთვლემარესიხვევს დუმილი.აცურდა მთვარე, აცურდა წყნარი;ვერცხლისფერ შუქში გახვია ველი,ტბას დააფრქვია შუქი ნარნარი,შუქი შიშველი.თითქო მიწიდან სურს ამოაშროსუმჩნევი ფიქრი და ცრემლთა ფრქვევა,და ეს დუმილი, ვფიქრობ, არასდროს,არ დაირღვევა, გამოირკვევა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი