↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი ზარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ღამით მივედი სასაფლაოზედა ვინახულე ძველი ტაძარი,ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდიჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე,და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროსმიცვალებულთა რეკავდა ზარი,და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ -მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,შეერეოდა ცოცხალთ ძახილიდა მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...და შუაში კი სიცარიელედჩაბნელებული უფსკრული შავიბნელი თვალივით იცქირებოდა,სამარადჟამოდ დაუნახავი...და ორი ზარი საბედისწერო,ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,დაცინვა იყო, ვით ორი სული,ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი...და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდიმათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი