↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
აჰა, ის კუთხე, ის არემარე,სადაც ოცნება გვირგვინებს ჰქმნიდა,სად სიყმაწვილე სწრაფი, ვით ტალღა,ვით ტალღა სწრაფი, გაქრა, წავიდა!..აჰა, ის მთები, ცად აზიდულნი,მუდმივი თოვლით მოსილი მთები!წავიდა, გაქრა სულყველაფერი,როგორც ზვირთები, როგორც ზვირთები!აი, ტყე, სადაც ვხეტიალობდი,მთის ნიავივით თავისუფალი...სადაც ყმაწვილურ აღტაცებაშიხარობდა გული, ხარობდა თვალი!
რას აქნევს სული თავისუფალისაქართველოსას დრტვინვას უმიზნოს -დღეს მშვენიერი თავისუფლება,ის არვის ძალუძს იგრძნოს და იცნოს...ბედო, წაიღე, რაც მოგიცია! -წაიღე კაცთა პატივისცემა!წაიღე ჩემი მგოსნის გვირგვინი,ყმაწვილთა ოხვრა და ქალთა კდემა...წაიღე ყველა!.. მე არ ვინანებ,რაგინდ საშინელ ცეცხლში ვდნებოდე -მე ამ მონებში ცხოვრება არ მსურს,არ მსურს, რომ მათში მეც ვითვლებოდე!..
გთხოვ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,სადაც მალხენდა ოცნება ყრმობის,სადაც არ ვგრძნობდი, თუ რას ნიშნავდა:ფიქრი სირცხვილის, ფიქრი მონობის.სადაც ფრთასუბუქ ღამის სიოსთანშემეძლო ფიქრის წრფელად განდობა...ოჰ, დამიბრუნე ჩემი სამშობლო,ჩემი სპეტაკი ახალგაზრდობა!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი