უხსოვარ ხნით მდინარეობსუსამართლო ძლიერება,არის მხარე და მხარეობს...შეხედავ და... უცებ ჰქრება.
ნილოსიდან ვიდრე ტიგრისდა ევფრატის ზემოკარის,ხმელთაშუა და შავი ზღვისპირად ფენილ შემოგარეს,
მხარე, სხვა მხარეთა ოდენბუნებისგან ნაფერები,სდგებოდენ და ეცემოდენძველი ხალხი და ერები.
სახელმწიფოთ მათ ნაქებიხსოვნანი სად იჩქარიან,ის მდიდარი ქალაქები,ის ციხენი სად არიან?!
სად არიან ის სარდალნი,მედროშენი ურიცხვ ჯარის,ისტორიის სამართალიგადამჭრელი აქ სად არის?
მხარეებზე ძარცვით გავლით,მონურ შრომით ჭირთამქმედი,ბეგარითა და ნადავლითმოპოვებულ სიმდიდრეთი.
ფარაონთა და მათ მოგვთააწ რომელი ჰშვენის ჩარჩო,მეფე ისე როგორ მოჰკვდა,რომ ხსოვნაც კი აღარ დარჩა?
თუნდ აჩრდილი ჰპოვეთ მისი,რომელს ერთ დროს ერქვა მცველი,სად შთაინთქა ის მემფისი,ის ქალაქი ძველისძველი?
ბრწყინვალება და დიდებაქარვასლებით, კოშკით, ბაღით,აწ რატომ არ იჭვრიტებაწარუშლელი სიამაყით?
ვერვინ ჰპოვებს თვით ნანგრევებს,სივრცე არის ირგვლივ ფართო,სძინავთ კორდებს, სძინავთ ხევებს,მიკიოტი ჰკივის მარტო...
აზიდულა ერთი პალმადა მძიმეა სუნთქვა მისი,ამ მიდამოს მიესალმადავიწყება მარადისი.
სასახლეებს, მაღალ ტაძრებს,სად ეფინათ ალი ბრწყინვათ,ვერავინ ვერ მოისაზრებს,რომ აქ რამე იყო წინათ.
ბაბილონის უწვდომელი,მიუდგომელ კედელთ რიგისდარჩა თუნდა ქვა რომელი,ან სადაა ნეტავ იგი?
მხოლოდ ზღაპრის, მხოლოდ ზღაპრისარაბულის დარჩა რკალი,ამსახველი იმ სიმძაფრის,რომ აქ ჩადგა ქარიშხალი.
სად სიცოცხლის სდუღდა ზვავი,მთელის გულით, მთელის ვნებით,სად ჰყვაოდა დრო, უკვდავისიბრძნის ესდენ გატაცებით.
იქ ვნებით და მისწრაფებითგაიზარდა სხვა იარა -აჩქარებით, აღქაფებით -ყველაფერმა ჩაიარა...
სად სიმდიდრემ აიყვანამაღლა კვნესა და ვაება,სიბეჩავეს სად ქვეყანასასიკვდილოდ გადაება,
სად მეფეთა უგონობა,სიხარბე და სისხლთ-წყურვილიიყო ოქრო და მონობა,ხოცვა-ჟლეტის მძლე სურვილი.
იქ აწ შავი სჩანს ხევები,სიბნელე თრთის უამურად...ქოხმახები, ნანგრევები,მტვერი, მტვერი და ღამურა...
ვის ვასალად არის ეხლა,გაბნეული ბზედ და ჩალად,ვისაც ომი, რბევა, შეხლაგარდაუვლად ედო ვალად?..
რას ჰფენს ჟამთა მკრთალი ვადაისტორიას ჩადრით ფარულს,სხვა მშვენებას, სხვა ტროადას,იმ ტროადას ლეგენდარულს?
რა შეემთხვა ერთ კართაგანს,უაღრესად მძლავრს და ზვიადს,რომთან ქიშპში მყოფ კართაგენს,თვით იმ რომს და ბიზანტიას?
და რამდენი მხარე მერე,რამდენს აღარ აქვს ხსოვნება...სად გაჰქრა ის სიძლიერე,სიმშვენე და აზროვნება?!
ყველაფერი შთანთქა ომმა -ის ძალაა, ის ღონეა:პარტიამ სთქვა, ბრწყინვალედ სთქვა,რომ ეს მგლური კანონია.
მეომრებო! მეორდებაისტორია ჟამთა დენის,ეხლა იგი გზას შორდება,სადაც ტყეა კომპიენის.
და ჰიტლერი, ასე წყრომითგამომჭვრეტი წამწამებით,ანგრევს ქვეყნებს, შექმნილს შრომით,სისხლითა და გაწამებით.
აწ მოუნდა, შრომითა დათავდადებით ანაგები,ცეცხლითა და მახვილითამოსპოს დაბა-ქალაქები.
კვლავ საშინელ აფეთქებისმწყურვალეა ძველი ჟანგი,ცეცხლის, სისხლის ქებათ ქებისჟღერს ტევტონის ურცხვი ჩანგი.
ვერა, ის ვერ გაიმარჯვებს!მთელის აზრით, მთელის გრძნობითსაბჭოეთი ძლიერიახალხთა ძმობა-მეგობრობით.
დაეჯახე უნდობარ მტერს,ხალხთა რისხვა-ჟრიამულო,რადგან სამართლიანიაჩვენი ომი სამამულო.
სამშობლოსთვის, პარტიისთვისსდგას მებრძოლი და პოეტი,უშიშრად სდგას - აი, რატომგაიმარჯვებს საბჭოეთი!
1941