↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განთიადზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ტბას დაეცა ლურჯი ნისლი, მსუბუქი და გამჭვირვალე,დაფიქრებულ ცათა უფსკრულს დილის სუნთქვა დასძრავს მალე!ცა ნათლდება და ზამბახთა ნაზ თასებში ტკბილ-ნასვამი,ალმასივით ალ-ბურუსში თრთის, ციმციმებს დილის ნამი!გათენების ტალღა-ზვირთში იშმუშნება ტყის ლერწამი,გაჰქრა ღამე, გაჰქრა, როგორც ერთი წუთი, ერთი წამი.ოჰ, არ მინდა, რომ დაგშორდე! მე მომხვიე წელზე ხელი,შენ ჩემს მკერდზე დაყრდნობილი ვნებით სუნთქავ, და მე ცხელიშენი სუნთქვა დავიწყების ბურუსში მხვევს, მიგუბებს სულს,და მე ვისმენ, როგორც სიზმარს, იდუმალ ხმას, ნეტარ ჩურჩულს!„სიცოცხლეო, როცა ასე ღელავს, ტოკავს განთიადი,მე გშორდები... დავგვიანდი... ეხლა დროა... წადი, წადი!უკანასკნელ კოცნის შემდეგ მე მივდივარ... მაშ, მშვიდობით,დამერწმუნე, ვერვის ჰპოვებ, შეგიყვაროს ჩემებრ გრძნობით...მალე მოვა შემოდგომა, მოვა წვიმა, ნიაღვარიდა სარკმელთან, ბნელი ღამით, ქვითინს იწყებს მწვანე ქარი:შენც სარკმელთან ცრემლს დააფრქვევ, გაგიტაცებს შორი ვნებადა მწუხარე შემოდგომით მომიგონო შეიძლება!მოიგონებ გაზაფხულზე გაღვიძებულ ბუჩქნარ-წალკოტსდა სარკმელში რომ ვისროდი ხან ზამბახებს, ხან ვარდის ტოტს“.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი