↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განწირულება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მაღალ სართულში როიალის ხმასაჰყვა ქალის ხმა მშვიდი და ნელი...მივჰყავარ ფიქრებს... აგერ ქვითინითმისწყდა აკორდი უკანასკნელი,იგივ სიჩუმე მეფობს ქუჩაში,დაჰქრის, სისინებს ნიავი გრილი,ცაცხვი ირხევა მთვარის ნათელითმოთეთრებული და მოვერცხლილი.რას ვეძებ ნეტა ამ ხეტიალში?ბედნიერებას? ოჰ, არა, არა!სიყვარულს? - განა ამ სიყვარულმამე ოცნება არ დამისამარა? -მე საფლავს ვეძებ, რომ დამიამოსდა დამავიწყოს გულის ღრმა წყლული,ეს კი არ არის ბედნიერება,არც მეგობრობა, არც სიყვარული.მწარე ნაღველი დაგუბდა გულში,სიცოცხლის ძგერა იდუმლად ჰქრება,მის დავიწყებას დავეძებ მარად,და არსად არის ეგ დავიწყება.ისევ სიჩუმე მეფობს ქუჩაში...დაჰქრის, სისინებს ნიავი გრილი,ცაცხვი ირხევა მთვარის ნათელითმოთეთრებული და მოვერცხლილი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი