↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაისის ღამეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
მაისის ღამეს, გაბრწყინვებულ მაისის ღამესლამაზ ლეილას ფანჯარასთან მე მივიპარე.მე ფეხაკრეფით გავიარე ბაღის ბილიკიდა მეშინოდა, რომ ღამის ლანდს მპარავდა მთვარე...მე შევიხედე ფანჯარაში. ლეილა ამ დროსფიქრს მისცემოდა უდარდელად წამოწოლილი,სჩანდა, რომ რაღაც ოცნებებით შორს გატაცებულსგულმკერდს ურხევდა და ჟინს გვრიდა სიამე ფრთხილი.აი, წამოდგა... ტყის გედივით ყელმოღერილმავარსკვლავთ გახედა დაფიქრებით და გაიღიმა,იგი შვენოდა - ნაზი, როგორც პირველი ვარდიდა მკვირცხლი, როგორც უდარდელი მაისის წვიმა.წიგნი მიაგდო, ბროლის თითით თმა გაიშალა,შემდეგ გაიძრო ტანსაცმელი - ასძრა საბანი,და მე სპეტაკი, ვით მაისის თეთრი ყვავილი,წინ წამომიდგა ახალგაზრდა ქალწულის ტანი!მაისის ღამეს, გაბრწყინვებულ მაისის ღამეს,როცა ვარდები იშლებოდა, ყვაოდა ველი,ბევრჯერ ლეილას ფანჯარასთან მიდარაჯნია,ბევრჯერ მდენია ტრფობის ცრემლი შეუწყვეტელი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი