↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მამლებმა დილა აკურთხეს

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26997 ნახვა

—
მამლებმა დილა აკურთხეს.ცოცხები მორჩნენ საქმეს.ალვები ანიავებდნენათას ქუჩას და სარკმელს.დაწყვილებულმა ბოძებმატყუპი ჩრდილები შობეს.„ჟიგული“ მიაქროლებდაშოფრის ცოლსა და შოფერს.მიაცილებდნენბავშვებისკოლებისაკენ დედებს.მიაჩქარებდა საათიპატარებსა და დიდებს.გადასასვლელზეგოგონამიაქანებდა მამას.მიაბრძანებდაბულდოგიასაკში შესულ დამას.ზვიადი ავტობუსებიმისდევდნენ დამფრთხალ ჩრდილებს.აჯანყებული რადიოვერ აწყნარებდა ჩილეს.იფანტებოდამეტროშიწყვდიადი უმძიმესი,მიხეილ მესხი ჩარბოდა,როგორც მიხეილ მესხი.საფეხურებზე ეძინათგადამწიფებულ ფიქრებს,ცნობილი იქსივერ სცნობდააღიარებულ იგრეკს.იდგა საკუთარ გამზირზე,მწვანე სკვერთან თუ ბაღთან,ვაჟა დაემსგავსებოდათავის ვაჟიშვილ ვახტანგს.მოსწონდავახტანგ გორგასალსამაშუკელის ძეგლი.მტკვარს თბილისიდან გაჰქონდათბილისის ანარეკლი.გალაკტიონი ყვებოდაგალატკიონის ამბავს,პატარა ბიჭი უსმენდა,სახელად ერქვა: საბა.სხვებიც მოვიდნენ,მხარდამხარდაუდგნენ მამაკაცებს -ერეკლე ოძელაშვილიდა ცოტნე სააკაძე.1975
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი